LAG წყალტუბომ მედიაწიგნიერების პროექტის განხორციელება დაიწყო

წყალტუბოს განვითარების ჯგუფი "ფიფლ ინ ნიდთან" ერთად პროექტს - "დემოკრატიის გაძლიერება მედიაწიგნიერების ამაღლებით" ახორციელებს.

უკვე გაიმართა პირველი გაცნობითი შეხვედრა და ვორქშოპები პროექტის მონაწილე ახალგაზრდებთან.

პროექტი მედიაწიგნიერების თემაზე დოკუმენტური ფილმების ჩვენებას, დისკუსიების წარმართვასა და მედიაწიგნიერების უნარების გაძლიერებას ითვალისწინებს.

ვორქშოპები 5 თვის მანძილზე გაგრძელდება და მათში მონაწილეობას მედიაწიგნიერების საკითხებით დაინტერესებული 20 ახალგაზრდა მიიღებს.