მიზნებსა და ამოცანებთან დაკავშირებით უკუკავშირის მიღება დაიწყო

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების საყურადღებოდ!

წყალტუბოს განვითარების ჯგუფმა შეიმუშავა მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიული ხედვა, ამოცანები და მიზნები.

გთხოვთ, შეავსოთ უკუკავშირისათვის გამოკითხვის ფორმა - https://forms.gle/g4n1gZ5iUb8Hpu7C6

კითხვარის შევსების ბოლო ვადაა 2020 წლის 29 მარტი, 17:00 საათი.

ამასთან, ვითვალისწინებთ ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას და უკუკავშირის მისაღებად ვირჩევთ კომუნიკაციის ონლაინ ფორმას.

წყალტუბოს განვითარების ჯგუფი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მიიღოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებისაგან უკუკავშირი, ეთანხმებით თუ არა, ჯგუფის წევრების მიერ შემუშავებულ ამოცანებსა და მიზნებს.

სტრატეგიული ხედვა, მიზნები და ამოცანები შემუშავდა ადგილობრივთა საჭიროებების გამოვლენის, საბაზისო კვლევის, ჯგუფის წევრების მიერ მომზადებული SWOT ანლიზისა და პრიორიტეტების განსაზღვრის საფუძველზე.