წყალტუბოს განვითარების ჯგუფმა პროექტების შეფასების კომისია აირჩია

18 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით, წყალტუბოს განვითარების ჯგუფმა პროექტების შეფასების კომისია აირჩია.

არჩევნები COVID-19-ის პანდემიის გამო, ორი მეთოდის გამოყენებით ჩატარდა - ონლაინ და გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმის მიცემა. ლაგის ყველა წევრი ინფორმირებული იყო პროცედურის შესახებ, სულ არჩევნებში მონაწილეობა 102-მა წევრმა მიიღო, მათ არჩევანი 40 კანდიდატს შორის გააკეთეს.

არჩევნების პროცედურებს აკვირდებოდა დამოუკიდებელი ორგანიზაცია - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება.

ჯამში პროექტების შეფასების კომისიაში 21 წევრი იქნა არჩეული, მათ შორის არის 10 ქალი და 4 ახალგაზრდა წევრი.

ასევე, კომისიის შემადგენლობაში არიან არჩეული პროექტის სამიზნე ჯგუფების წარმომადგენლები: მაღალმთიან ზონაში მცხოვრები და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები. დაცულია სექტორული ბალანსი (კერძო, სამოქალაქო, საჯარო).

კომისიის წევრები პროექტების შეფასების შესახებ გაივლიან გადამზადების ტრენინგებს.