ლაგ წყალტუბო აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით

წყალტუბოს განვითარების ჯგუფი აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას COVID-19-ის პანდემისათან დაკავშირებით.

ახლა, როდესაც ცხოვრება თანდათან უბრუნდება ჩვეულ რუტინას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პოსტ-COVID-19-ის პერიოდში სახელმწიფო ინსტიტუციების მიერ დაწესებული უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

სწორედ უსაფრთხოების ზომების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და COVID-19-ის ირგვლივ არსებულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიზნით, ლაგ წყალტუბოს წევრებმა პოსტერები განათავსეს საჯარო ადგილებსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებში.

წყალტუბოს განვითარების ჯგუფის პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირი საქართველოსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ და მას ახორციელებს ფიფლ ინ ნიდი.