საინფორმაციო კამპანია საგრანტო კონკურსის შესახებ

საგრანტო კონკურსის შესახებ საინფორმაციო კამპანიამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი მოიცვა. თემის ინფორმირებისა და მობილიზაციის პროცესში აქტიურად იმუშავეს LAG წყალტუბოს წევრებმა. კამპანიაში მონაწილეობა მიიღო წყალტუბოს განვითარების ჯგუფის პროექტის პარტნიორმა ორგანიზაციამ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა.