LAG წყალტუბოს მხარდაჭერით წყალტუბოში მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო სივრცე მოეწყო

პროექტის "ფრი-პონგ წყალტუბოს" ფარგლებში ქალაქ წყალტუბოში განტვირთვისათვის ახალი ღია სივრცე მოეწყო.

ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფმა LAG წყალტუბოს მიერ 2020 წელს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში ჩოგბურთის ინფრასტუქტურის მოწყობის წინადადება წარადგინა.

წყალტუბოს განვითარების ჯგუფის პროექტს ორგანიზაცია "ფიფლ ინ ნიდი" საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან თანამშრომლობით, ევროკავშირისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს.