საინფორმაციო შეხვედრა შრომის უფლებების შესახებ

წყალტუბოს განვითარების ჯგუფის ორგანიზებით შრომის უფლებების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

მოქალაქეთა ინფორმირების მიზნით შრომითი უფლებებისა და იმ სახელმწიფო სერვისების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობს ქვეყანაში ღირსეული შრომის პირობების შექმნას ტრენინგი „ფიფლ ინ ნიდის“ პროექტის - „შრომის უფლებების ადვოკატირება საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა.

იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა LAG წყალტუბოს წევრებსა და მოქალაქეებს საქართველოს შრომის კოდექსში შესული ძირითადი ცვლილებები და თავიანთი საქმიანობა გააცნეს.