სასწავლო ვიზიტი ახალქალაქის LAG-თან

LAG წყალტუბო სასწავლო ვიზიტით ახალქალაქის LAG-ს სტუმრობდა. LAG-ის წევრებმა მოინახულეს მხარდაჭერილი პროექტები როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე, ტურიზმისა და მომსახურების სფეროში.

ვიზიტის ფარგლებში წყალტუბოსა და ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს ორგანიზაციული მდგრადობისა და სიცოცხლისუნარიანობის კუთხით, ასევე, განიხილეს ერთობლივი აქტივობების განხორციელების შესაძლებლობები.