ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ლიუბლინის მოხალისეთა ცენტრთან

წყალტუბოს განვითარების ჯგუფსა და ლიუბლინის მოხალისეთა ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი ითვალისწინებს მოხალისეობრივი გამოცდილების გაზიარებას, სემინარების, ტრენინგების ორგანიზებას და საუკეთესო მოხალისეობრივი პრაქტიკის დანერგვის მიზნით ერთობლივი აქტივობების განხორციელებას.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი წყალტუბოს განვითარების ჯგუფის მენეჯერმა თეონა ქობულაძემ და ლიუბლინის მოხალისეთა ცენტრის დამფუძნებელმა მიჩისლავ პუჟევიჩმა მოაწერეს.