პარტნიორული ვორქშოპი მოხალისეობის შესახებ

LAG წყალტუბოს წევრებს მოხალისეობრივი გამოცდილება პარტნიორმა ორგანიზაციამ ლიუბლინის მოხალისეთა ცენტრმა გაუზიარა. ვორქშოპი წყალტუბოში პოლონელმა მოხალისეებმა ჩაატარეს.

ვორქშოპი მიზნად ისახავდა მოხალისეობის საუკეთესო პრაქტიკების გაცნობასა და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას.

ვორქშოპი LAG წყალტუბოსა და ლიუბლინის მოხალისეთა ცენტრს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა.