ხშირად დასმული შეკითხვები საგრანტო კონკურსის შესახებ

შეიძლება თუ არა პროექტის ბიუჯეტი შეიცავდეს მიმიდინარე ხარჯებს?

- არა.

პროექტის განხორციელებისათვის საჭირო თანხის რა ნაწილი შეიძლება დაფინანსდეს კონკურსის ფარგლებში?

- კონკურსის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდეს პროექტის მთლიანი ბიუჯეტის მაქსიმუმ 70%. ბიზნეს სტარტაპის შემთხვევაში (თუკი პროექტის საერთო ბიუჯეტი არ აღემატება 8000 ევროს ექვივალენტს ლარში) შესაძლებელია დაფინანსდეს პროექტის მთლიანი ბიუჯეტის მაქსიმუმ 85%.

შემიძლია თუ არა მოვითხოვო შენობის აშენება?

- არა.

შემიძლია თუ არა მოვითხოვო მანქანა დანადგარების შეძენა?

- დიახ.

შემიძლია თუ არა საიჯარო ხარჯი შევიყვანო საკუთარი თანადაფინანსების ნაწილში?

- არა.

შემიძლია თუ არა შენობის ან მიწის ნაკვეთის შეძენა შევიყვანო საკუთარი თანადაფინანსების ხარჯებში?

- დიახ.

შემიძლია თუ არა მოვითხოვო პირუტყვის/ფრინველის შეძენა?

- არა.

არის თუ არა ასაკობრივი შეზღუდვა კონკურსში მონაწილეობაზე?

- კონკურსში მონაწილე პირი უნდა იყოს სრულწლოვანებას მიღწეული - მინიმუმ 18 წლის. კონკურსში მონაწილეობისათვის ასაკის ზედა ზღვარი შეუზღუდავია.

მაქვს თუ არა უფლება შემოვიტანო საპროექტო განაცხადი კონკურსში თუკი არ ვარ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელი?

- კი. თუკი თქვენს მიერ წარმოდგენილი პროექტი განხორციელდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

როდის გამოვლინდება გამარჯვებული პროექტები?

- გამარჯვებული პროექტები გამოვლინდება კონკურსის ყველა ეტაპის დასრულების შემდეგ, 2021 წლის მაისში.

როდის და როგორ მოხდება გამარჯვებული პროექტების დაფინანსება

- გამარჯვებული პროექტები დაფინანსდება წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, რაც დამოკიდებული იქნება ბენეფიციართა მხრიდან საკუთარი თანადაფინანსების ხარჯვის დასრულების პერიოდზე.

შესაძლებელია თუ არა უკვე განხორციელებული საქმიანობა ჩამეთვალოს განმცხადებლის თანადაფინანსების ნაწილში?

- არა. განმცხადებლის თანადაფინანსების ნაწილში ჩაითვლება მხოლოდ ის ხარჯები, რომელიც გაწეული იქნება განმცხადებლის მიერ, ორგანიზაციასა და ბენეფიციარს შორის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საპროექტო განაცხადში წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად.

შეიძლება თუ არა, მოვითხოვო ნერგების, ჩითილების, თესლების დაფინანსება „ფიფლ ინ ნიდისგან?

- არა.

რამის დარიცხვა მიწევს? უკან დასაბრუნებელი რა და რამდენი მაქვს?

- ბენეფიციარს არ მოეთხოვება რაიმე სახის ფინანსური კონტრიბუცია გარდა საპროექტო განაცხადით გათვალისწინებული თანამონაწილეობისა. საგრანტო კონკურსის ფარგლებში გაიცემა გრანტი და არა სესხი. აქედან გამომდინარე გამარჯვების შემთხვევაში ორგანიზაციის მხრიდან მიღებული სარგებელი არ ექვემდებარება ფინანსური სახით ანაზღაურებას.

დაფინანსებულ ტექნიკის თანხას მირიცხავთ და მე ვყიდულობ თუ თქვენ შეიძენთ და გამომცემთ?

- ბიზნეს პროექტების შემთხვევაში, დაფინანსებულ ბენეფიციარებს გადაეცემათ მათ მიერ მოთხოვნილი აქტივები, რომელთა შესყიდვასაც წარმოდგენილი ინვოისების საფუძველზე ორგანიზაცია თავად აწარმოებს.

სტარტაპის შემთხვევაში,15%-იანი თანამონაწილეობის უფლება რომ მქონდეს, 8 000 ევროს ექვივალენტი ლარში პროექტის მთლიანი ღირებულებას მოიცავს თუ „ფიფლ ინ ნიდისგან“ მოთხოვნილი თანხაა ნაგულისხმევი?

- 15%იანი თანადაფინანსების უფლებით სარგებლობთ თუკი პროექტის მთლიანი ბიუჯეტი არ აღემატება 8000 ევროს ექვივალენტს ლარში.

სოფლის მეურნეობაში რას აფინანსებთ?

- სოფლის მეურნეობის მიმართულებით შესაძლებელია დაფინანსდეს ნებისმიერი პროექტი, თუმცა სასათბურე მეურნეობების დაფინანსებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ინოვაციური ტექნოლოგიის ან/და პროდუქციის ელემენტი.

საოჯახო სასტუმროები თუ ფინანსდება?

- 2021 წლის გაზაფხულის საგრანტო კონკურსის ფარგლებში საოჯახო სასტუმროების დაფინანსება პრიორიტეტს არ წარმოადგენს.

შეიძლება, რომ თქვენი ოფისში მოვიდე, გადმიხედოთ პროექტს და დამეხმაროთ განაცხადის შევსებაში?

- არა. ყველა საპროექტო განაცხადი უნდა შეივსოს ელექტრონულად და გამოიგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე lagtskaltubogrants@gmail.com. ოფისში საკონსულტაციო შეხვედრებზე ჩაწერა გაიმართა მიმდინარე წლის 24-25-26 მარტს, რომელიც შესახებაც ინფორმაცია განთავსებული იყო ჩვენს ოფიციალურ ვებ გვერდზე და რომლებზედაც ჩაწერა წარმოებდა ჩვენი სატელეფონო ცხელი ხაზის მეშვეობით.

შეიძლება ხელზე შემოვიტანო განაცხადი?

- არა. ყველა საპროექტო განაცხადი უნდა შეივსოს ელექტრონულად და გამოიგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე lagtskaltubogrants@gmail.com