წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG Tskaltubo) ღია სამოქალაქო პლატფორმაა, რომელიც დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და დემოკრატიული არასამთავრობო აპოლიტიკური გაერთიანებაა, სადაც გაწევრიანება შეუძლია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა. გაერთიანების ყველა წევრს უფლება აქვს, იყოს ჩართული მმართველობით საქმიანობაში და მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია მისი საქმიანობის შესახებ.

ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცედურა ითვალისწინებს პროექტის, ასევე, LEADER მიდგომის შესახებ საინფორმაციო და სამუშაო შეხვედრებზე დასწრებას. 

ორგანიზაციის წევრად მიღება ხორციელდება განაცხადის საფუძველზე, რომელიც გადაწყვეტილების მისაღებად დამფუძნებელს ან  აღმასრულებელ დირექტორს წარედგინება.