წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG Tskaltubo) ღია სამოქალაქო პლატფორმაა, რომელიც დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და დემოკრატიული არასამთავრობო აპოლიტიკური გაერთიანებაა, სადაც გაწევრიანება შეუძლია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა. გაერთიანების ყველა წევრს უფლება აქვს, იყოს ჩართული მმართველობით საქმიანობაში და მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია მისი საქმიანობის შესახებ.

წყალტუბოს განვითარების ჯგუფი შეიმუშავებს ადგილობრივი განვითარების გრძელვადიან სტრატეგიას, რომელიც დაფუძნებული იქნება მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩატარებული კვლევი შედეგად გამოვლენილ საჭიროებებსა და არსებულ პოტენციალზე.

სტრატეგიის დოკუმენტზე დაყრდნობით, შემუშავდება საგრანტო კონკურსის მოთხოვნები და გამოცხადდება პროექტების მიღება.

წყალტუბოს განვითარების ჯგუფი ახორციელებს LEADER მიდგომას, რომელიც უზრუნველყოფს მისი საქმიანობის განჭვირვალობასა და სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობას მუნიციპალიტეტის განვითარების მიმართულებით.

წყალტუბოს განვითარების ჯფუფის გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა წევრთა საერთო კრება, რომელიც ამ ეტაპზე, 230 წევრს აერთიანებს. წევრები თავიანთი ინტერესებიდან და საქმიანობის სფეროებიდან გამომდინარე, მუშაობენ 4 თემატურ ქვეჯგუფში:

  1. სოფლის მეურნეობა
  2. ტურიზმი
  3. სოციალურ საკითხები 
  4. კულტურა, განათლება, სპორტი და ახალგაზრდობა

წყალტუბოს განვითარების ჯგუფის პროექტს ახორციელებს “ფიფლ ინ ნიდ”, ევროკავშირისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან პარტნიორობით.