თემატურმა ქვეჯგუფებმა SWOT ანალიზზე იმუშავეს

წყალტუბოს განვითარების ჯგუფმა SWOT ანალიზზე მუშაობა დაიწყო.

ძლიერი და სუსტი მხარეები, საფრთხეები და შესაძლებლობები გამოავლინეს განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის; სოციალურ საკითხთა და ჯანმრთელობის დაცვის; ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის თემატური ქვეჯგუფების წევრებმა.

სამუშაო შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მოწყვლადი ჯგუფების - იძულებით გადაადგილებული პირების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მაღალმთიან ზონაში მცხოვრები პირების და ეკომიგრანტების ინტერესების გათვალისწინებაზე.

შეხვედრებში აქტიურად მონაწილეობდნენ ქალები და ახალგაზრდები.