ლაგის წევრებმა სოციალური საკითხების ქვეჯგუფის პრიორიტეტები ჩამოაყალიბეს

წყალტუბოს განვითარების ჯგუფის ოფისში კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა სოციალური საკითხების თემატური ქვეჯგუფის წევრებმა გამართეს.

შეხვედრაზე ლაგის წევრებმა SWOT ანალიზის შედეგები განიხილეს და მათზე დაყრდნობით პრიორიტეტული მიზნები განსაზღვრეს.