წყალტუბოს განვითარების ჯგუფი პრიორიტეტებზე მუშაობს

წყალტუბოს განვითარების ჯგუფი აგრძელებს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობას.

თემატური ქვეჯგუფების მიერ შემუშავდა თითოეული მიმართულების პრიორიტეტები, SWOT ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით.

პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, სამუშაო შეხვედრა განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის თემატური ქვეჯგუფის წევრებმა გამართეს. 

ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობის პროცესის შემდგომ ეტაპზე ლაგის წევრები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სტრატეგიულ ხედვას, მიზნებსა და ამოცანებს გააცნობენ.