პროექტების შეფასების კომისიის კანდიდატების დასახელება დაიწყო

წყალტუბოს განვითარების ჯგუფი პროექტების შეფასების კომისიის წევრობის კანდიდატების დასახელებას იწყებს.

ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდომარეობიდან გამომდინარე, ჯგუფის წევრებისათვის შეიქმნა ონლაინ პლატფორმა სოციალურ ქსელებში, სადაც მათ შეუძლიათ დაასახელონ კანდიდატები.

პროექტების შეფასების კომისიის წევრობის კანდიდატების დასახელება მოხდება ონლაინ განაცხადის ფორმის საშუალებით 26 აპრილის ჩათვლით.

მას შემდეგ, რაც დასახელებული კანდიდატები დაასტურებენ მზაობას არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, გაიმართება არჩევნების პროცედურა.

ჯგუფის წევრები განიხილავენ და დაამტკიცებენ ადგილობრივი განვითარების სტრატეგიას, აირჩევენ პროექტების შეფასების კომისიას. ხმის მიცემის პროცედურა ამ შემთხვევაშიც ონლაინ განაცხადის ფორმით განხორციელდება.