LAG წყალტუბოს ფონდების მოძიების ჯგუფმა ტრენინგი გაიარა

წყალტუბოს განვითარების ჯგუფმა ფონდების მოძიების მიმართულებით მუშაობა დაიწყო.

მიმდინარე წლის ნოემბერში შეიქმნა ფონდების მოძიების ჯგუფი, რომელშიც ამ მიმართულებით დაინტერესებული LAG-ის წევრები გაერთიანდნენ.

ჯგუფის წევრების ნაწილმა 27 ნოემბერს გაიარა დამატებითი ფინანსური წყაროების მოძიების, საპროექტო განაცხადების მომზადების მიმართულებით შესაძლებლობების განვითარების ტრენინგი, რომელიც ასევე, მოიცავდა პრაქტიკურ სავარჯიშოს.