წყალტუბოს განვითარების ჯგუფის პროექტი ოფიციალურად დაიწყო

წყალტუბოს განვითარების ჯგუფის პროექტის დაწყების ოფიციალური ღონისძიება გაიმართა.

სტუმრებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელმა საქართველოში იან ჩერნიკმა, ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.

პროექტის მიზნებისა და LEADER მეთოდოლოგიის შესახებ პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის "ფიფლ ინ ნიდ" და პარტნიორი ორგანიზაციის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს.