LAG წყალტუბოს წევრებმა მულტიმედია პროექტების შექმნის ტრენინგი გაიარეს

LAG წყალტუბოს წევრებმა შესაძლებლობების განვითარების ტრენინგი მულტიმედია პროექტების შექმნის მიმართულებით გაიარეს.

ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებმა შეისწავლეს Adobe Premiere და Photoshop პროგრამების საფუძვლები.

მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას LAG-ის მოხალისე წევრები ორგანიზაციის ხილვადობის გაუმჯობესებისა და სოციალური მედიის მართვისათვის გამოიყენებენ.

ტრენინგის ორგანიზება უზრუნველჰყო პროექტის პარტნიორმა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა (GIPA).