ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი 2021 წლის გაზაფხულის საგრანტო კონკურსის მომდევნო ეტაპს აცხადებს

ევროკავშირისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG Tskaltubo), 2021 წლის გაზაფხულის საგრანტო კონკურსის ფარგლებში, სრული საპროექტო განაცხადების მიღებას აცხადებს იმ პროექტების განმცხადებლებისათვის, რომლებმაც გადალახეს პირველადი საპროექტო განაცხადების შერჩევის ეტაპი. ყველა მონაწილე ინფორმირებულია პირველი ეტაპის შედეგების შესახებ.

 

სრული საპროექტო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 4 ივნისი, 18:00 საათი. განაცხადების მიღება მოხდება PDF ფორმატში, ელ. ფოსტაზე:     lagtskaltubogrants@gmail.com

განაცხადს თან უნდა ახლდეს ყველა შესაბამისი დოკუმენტი, რომლებიც მოცემულია საგრანტო სახელმძღვანელოში, მე-5 ეტაპის აღწერაში (გვერდი 15-17).

არასრულად ან ხელით შევსებული განაცხადები არ მიიღება, განაცხადები უნდა იყოს ქართულ ენაზე შევსებული.

სრული საპროექტო განაცხადის ფორმები (ბიზნეს, საჯარო და სათემო პროექტებისათვის), მოცემულია ქვემოთ, დანართების სახით.

თითოეული ტიპის საპროექტო განაცხადის ფორმების შევსების ვიდეო ინსტრუქცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულებზე:

პროექტის პარტნიორი ორგანიზაცია „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“  (GIPA) დაუკავშირდა მომდევნო ეტაპზე გადასულ განმცხადებლებს და სრული საპროექტო განაცხადის შევსებისათვის შესაბამის ტრენინგზე მოიწვია.

 

საგრანტო კონკურსის დოკუმენტაცია:

 “ფიფლ ინ ნიდ“ (PIN), „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან“ (GIPA)  პარტნიორობით, მხარს უჭერს LAG წყალტუბოს, „ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD) მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „წყალტუბოს განვითარების ჯგუფი“ ფარგლებში. პროექტი თანადაფინანსებულია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მიერ.

 

საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაში 2020-2024 ჩამოყალიბებული პრიორიტეტებისა და მიზნების შესაბამისი პროექტების განხორციელების გზით, გააუმჯობესოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობები ეკონომიკური დივერსიფიკაციის და ძირითად სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხარჯზე.