ლაგ წყალტუბო ქართული ეროვნული კერძების მასტერკლასს ყაზბეგში შეუერთდა

წყალტუბოს განვითარების ჯგუფის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ყაზბეგში გამართული ქართული ეროვნული კერძების მასტერკლასში.

ღონისძიება ყაზბეგის ლაგის ინიციატივით გაიმართა და მასში მონაწილეობა პარტნიორი ლაგების დელეგაციებმა ლატვიიდან, მოლდოვეთიდან, დედოფლისწყაროდან და ხულოდან მიიღეს

მასტერკლასში, ლაგ წყალტუბოს წევრებთან ერთად, დედოფლისწყაროსა და ხულოს ლაგების წარმოადგენლები იყვნენ ჩართული