LAG წყალტუბოს წევრთა საერთო კრება

წყალტუბოს განვითარების ჯგუფის წევრთა საერთო კრება 2021 წლის 17 ივლისს გაიმართა.

LAG-ის წევრებმა ხმათა უმრავლესობით თავმჯდომარის პოზიციაზე LAG-ის ახალგაზრდა წევრი ეკატერინე ჩარქსელიანი აირჩიეს.

წევრთა საერთო კრებამ ასევე აირჩია პროექტების შეფასების კომისიის ახალი შემადგენლობა, რომელიც 2021 წლის შემოდგომის საგრანტო კონკურსის ფარგლებში იმუშავებს.

შეხვედრაზე შევაჯამეთ LAG წყალტუბოს მიერ განხორციელებული საქმიანობა და ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე.