წყალტუბოს განვითარების ჯგუფი სასწავლო ვიზიტით სლოვენიაში იმყოფებოდა

წყალტუბოს განვითარების ჯგუფის წევრები, საქართველოს, ლატვიისა და პოლონეთის ლაგების წარმომადგენლებთან ერთად, სლოვენიის ქალაქ კამნიკში სასწვალო ვიზიტით იმყოფებოდნენ.

წყალტუბოს, არაგვისა და ყაზბეგის ლაგების წევრებმა ადგილობრივი განვითარების ჯგუფის - "სლოვენიის გული", გამოცდილება გაიზიარეს, ბრენდირების, კავშირების დამყარების და საუკეთესო პრაქტიკის მიმართულებით.ვიზიტი მიზნად ისახავდა ევროპული ლაგების პრაქტიკის გაცნობას, კავშირების დამყარებასა და მიღებული გამოცდილების წყალტუბოს განვითარების ჯგუფის საქმიანობაში დანერგვას.