ლაგ წყალტუბოს წევრთა საერთო კრებამ აღმასრულებელი დირექტორი აირჩია

წყალტუბოს განვითარების ჯგუფის წევრთა საერთო კრებამ აღმასრულებელი დირექტორი, მოდგილეები და თემატური ქვეჯგუფების კოორდინატორები აირჩია.

წევრებმა თავად დაასახელეს კანდიდატები სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორებიდან. ხმის მიცემის პროცესი გამჭვირვალედ ჩატარდა, ხმების დათვლის კომიასია დაკომპლექდა სამივე სექტორის წარმომადგენლებისაგან.

აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია კერძო სექტორის წარმომადგენელმა ხათუნა ცერცვაძემ დაიკვა, ხოლო მოადგილეებად არჩეულ იქნენ:
საჯარო სექტორი - გოჩა ძნელაძე, რომელიც, ამავე დროს, მაღალმთიან ზონას წარმოადგენს
სამოქალაქო სექტორი - თორნიკე ფორჩხიძე, რომელიც ახალგაზრდების მიზნობრივ ჯგუფს მიეკუთვნება.

წევრთა საერთო კრებამ ასევე განიხილა და დაამტკიცა წყალტუბოს განვითარების ჯგუფის წესდება.